გამოჩნდება თუ არა აგვისტოში ორი მთვარე და რას მოიტანს მარსისა და დედამიწის დაახლოება

კოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა

მაგრამ ასტრონომები ირწმუნებიან, რომ რაოდენ ახლოსაც არ უნდა მოვიდეს მარსი დედამიწასთან, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქცევა „მეორე მთვარედ“. ეს, უბრალოდ, იქნება ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი და მეტი არაფერი. ასე რომ „ორი მთვარის“ თემა გამოგონილი ამბავია.

„ინტერნეტში ამ თემაზე არაჯანსაღი პოლემიკაა გაჩაღებული, რაც ჩემთვის ძალიან გაუგებარია. აქ სათქმელიც არაფერია. მეორე მთვარე არ არსებობს, ჯერ არ აღმოუჩენიათ“, — განუცხადა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა Sputnik-ს.

მისი თქმით, მარსი და დედამიწა რეგულარულად უახლოვდებიან ერთმანეთს, ეს მოვლენა უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ გამეორდება, რაც, ასტროლოგიური თვალსაზრისით, უარყოფით გავლენას ახდენს დედამიწის მოსახლეობაზე.

„ეს მოვლენა დაახლოებით აგვისტოს ბოლოდან შეგვიძლია ვიხილოთ, რომელიც თვეზე მეტ ხანს გასტანს. დაახლოების პიკი 26 აგვისტო–6 სექტემბერია. მარსი მოქმედებების, აგრესიისა და ომების პლანეტაა, ამიტომ კონფლიქტების, ტერაქტების, სხვადასხვა ტიპის ეპიდემიებისა და ეკოლოგიურ-ტექნოგენური კატასტროფების რაოდენობა მთელ მსოფლიოში მოიმატებს“, — ამბობს ცაგარელი.

ასტროლოგი განმარტავს, რომ როცა დედამიწა მარსს უახლოვდება, ნეგატიურ ენერგოზონაში ხვდება და ამიტომაც ორმაგდება უარყოფითი მოვლენები.

„ამ პერიოდში ადამიანებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით იმათ, ვისაც სუსტი ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვს. ასეთი ადამიანები იოლად ღიზიანდებიან და უფრო მეტად კონფლიქტურები ხდებიან, ოღონდ თავადაც ვერ ხვდებიან, რა ემართებათ“, — აღნიშნავს ცაგარელი.

ასტროლოგი ამბობს, რომ ამ დროს ისედაც ენერგიულმა ადამიანებმა არ იციან, სად დახარჯონ მოჭარბებული ენერგია და ამიტომაც ხდებიან აგრესიულები.

სუსტი ენერგიის მქონენი კი ამ პერიოდში უკეთ იგრძნობენ თავს — მარსი მათ მეტად გაააქტიურებს და, შესაბამისად, მეტად შესამჩნევებიც გახდებიან.

მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ მარსისა და დედამიწის დაახლოებისას განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან ცეცხლის ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი და მორიელი. დანარჩენ ნიშნებზე მარსი ნაკლებად ზემოქმედებს.

„ყველაფერი მათ პირად ჰოროსკოპებზეა დამოკიდებული, ანუ იმაზე, თუ რა პოზიციაში იყო მარსი ცალკეული ინდივიდის დაბადების მომენტში… ამიტომაცაა მნიშვნელოვანი პირადი ჰოროსკოპის, პარამეტრების ცოდნა და არა უბრალოდ ზოდიაქოსი“, — აღნიშნავს ასტროლოგი.

მაგალითად, თუ მარსი ქალწულის თანავარსკვლავედში მოხვდება, ადამიანი წარმოუდგენლად შრომისუნარიანი იქნება, ხოლო თუ ლომის თანავარსკვლავედში — ძალიან ზარმაცი.

Черная кошка - Sputnik საქართველო
პარასკევი, 13-ი რიცხვი: ცუდი ნიშანი თუ ცრურწმენა

„ასე რომ, ყველაფერი სრულიად ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, რომელი სტიქიის გავლენა ჭარბობს პლანეტარული განლაგების მიხედვით პირად ჰოროსკოპში. თუ ეს ცეცხლის სტიქიაა, მარსი კიდევ მეტად გააძლიერებს აგრესიას, ხოლო თუ, ვთქვათ, წყლისა, მარსი ნაკლებად გააღიზიანებს ადამიანს“, — განმარტა ცაგარელმა.

მისი თქმით, წლის ყველაზე რთული პერიოდი ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

„1 და 16 სექტემბერს მზისა და მთვარის დაბნელებებია. ეს ძალიან მძიმე დღეებია. ვითარებას კიდევ მეტად დაამძიმებს საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, დაძაბულობა ქვეყანაში გაიზრდება და კულმინაციას სექტემბერში მიაღწევს“, — გვაფრთხილებს ასტროლოგი.

ცაგარელი ამბობს, რომ ნეგატიური ტენდენციების გაძლიერებას აგვისტოს ბოლოდან ყველა იგრძნობს თუნდაც იმით, რომ მწყობრიდან გამოვა ელექტროტექნიკა, კომპიუტერების მუშაობაში პრობლემები იჩენს თავს. ეს ტენდენციები ოქტომბერშიც გაგრძელდება, თუმცა გამოძახილი სუსტი იქნება.

ასტროლოგის უმთავრესი რჩევა ადამიანებს: გაიარეთ ეს კოსმოსური გამოცდა მაქსიმალურად მშვიდად, სერიოზული დანაკარგების, სისულელეების გარეშე.

„მეტი დაისვენეთ, მოდუნდით და მოერიდეთ კონფლიქტებს. ამ დროს სასურველია, არ ჩაერთოთ არანაირ კამათში, არ გამოავლინოთ ეგოიზმი და დიქტატორული ტენდენციები“, — აცხადებს ცაგარელი.

ის გვირჩევს აღვიჭურვოთ მაქსიმალური მოთმინებით, ყურადღებით, არ ვიჩქაროთ დასკვნების გაკეთება და შევეცადოთ, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, გავაკონტროლოთ სათქმელი და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0