პარასკევი, 13-ი რიცხვი: ცუდი ნიშანი თუ ცრურწმენა

© Flickr/ Le PortillonЧерная кошка
Черная кошка - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ბევრ ადამიანს პანიკური შიში იპყრობს, როდესაც პარასკევი 13რიცხვს ემთხვევა. ისინი სიფრთხილეს იჩენენ, რათა უსიამოვნებები აირიდონ. ზოგიერთს ტრისკაიდეკაფობია აწუხებს — რიცხვ 13-ის  შიში.

ცრურწმენა ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის. ითვლება, რომ ამ დღეს კაენმა თავისი ძმა აბელი მოკლა. გარდა ამისა, საიდუმლო სერობას 13 მონაწილე ესწრებოდა, იუდას ღალატზე კი ახალი აღთქმის მე-13-ე თავშია მოთხრობილი.

იმის შესახებ, უნდა გვეშინოდეს თუ არა ამ დღისა და მოაქვს თუ არა 13-ი რიცხვის პარასკევს ნეგატიური ენერგეტიკა, Sputnik-თან ინტერვიუში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

საქართველოს მთავრობის წევრების ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა და ასტროლოგია: ვინ არის ვინ?

„პარასკევი ეს არის დღე, რომელსაც ასტროლოგიურად პლანეტა ვენერა მართავს, სიყვარულის, სილამაზის, ხელოვნებისა და ფულის პლანეტა, ამიტომ ამ დღეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ფაქტორები გააჩნია“,- აღნიშნა ცაგარელმა.

როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, რიცხვი 13 ნუმეროლოგიის მიხედვით 4-ს წარმოადგენს(1+3). ოთხიანი ორი წინააღმდეგობის ბრძოლას წარმოადგენს, ამიტომ ეს თავისებურად რთული რიცხვია და დუალობაზე, გაორებაზე მიუთითებს. თუმცა ყველაფერი ეს ინდივიდუალურია, ხაზს უსბამს ასტროლოგი.

არსებობენ 13 რიცხვში დაბადებული  ადამიანები, რომლებიც ძალიან იღბლიანები არიან, ზოგისთვის კი ეს რიცხვი ნაკლებად იღბლის მომტანია. ასტროლოგმა იმაზეც ისაუბრა, 13 რიცხვის პარასკევი ვისთვის შეიძლება იყოს ბედნიერი, ვისთვის არა. 

„13 რიცხვი ადამიანისგან ითხოვს გამბედაობას, ორგანიზებულობას, შრომისმოყვარეობასა და დისციპლინის სიყვარულს. მეორეს მხრივ, პარასკევი, რომელსაც პლანეტა ვენერა მართავს, ადამიანისგან მოითხოვს ნებისმიერ სიტუაციაში მშვიდობიანობის, და არა აგრესიის გზით კომპრომისის ძიებას. თუ ადამიანი ყველა ამ თვისებას გამოავლენს, მაშინ ეს დღე მისთვის ძალიან იღბლიანი და წარმატებული იქნება. ამ დღეს შენი სიყვარულიც კი შეიძლება იპოვო“,- ხაზი გაუსვა ცაგარელმა.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამ თვისებებს არ გამოავლენს, 13 რიცხვის პარასკევმა, ასტროლოგის სიტყვებით, სირთულეები და პრობლემები შეიძლება შეუქმნას.

ცაგარელი იმ ფაქტს მართებულად არ თვლის, რომ საქართველოში სიყვარულის დღეს 15 აპრილს აღნიშნავენ. ამ დღეს მზე ვერძზე გადის, ის კი სიყვარულისგან შორსაა.

ახლა მზე კუროს ზოდიაქოს ნიშანზე გადის, რომელსაც სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში რატომღაც სიყვარულის დღეს არ აღვნიშნავთ. უნდა გავიაზროთ, რომ თუ კი პარასკევს 13 რიცხვში ვინმეს არ გაუმართლა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველასათვის უიღბლო იქნება“,- ხაზი გაუსვა მან.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ

ასტროლოგმა ასევე მოყვა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში რიცხვებისა და დღეების მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, ქრისტიანული სამყაროსათვის საკრალურ რიცხვად 7 მიიჩნევა, ჩინეთში ეს რიცხვი პირდაპირი გაგებით სძულთ, იქ მნიშვნელოვანია რიცხვი 8, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში არ უყვართ.

„ახლა კი მიხვდით, რომელი რიცხვი სჯობს — 8 თუ 7.  ჩინეთში სასტუმროს მერვე ნომერში რომ მოხვდეთ, ნებისმიერ სხვა ნომერზე უფრო ძვირი დაგიჯდებათ, მეშვიდე ნომრები კი ყოველთვის თავისუფალია. ამდენად მნიშვნელოვანია ეს იქ“,- თქვა ცაგარელმა.

კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და თევზების ნიშნებს ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგმა ურჩია ამა წლის 13 მაისს, რომელიც წელს პარასკევს დაემთხვა, სიფრთხილე გამოიჩინონ. განსაკუთრბით იმათ, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. ასტროლოგი მათ ურჩევს არ გადაიტვირთონ თავი და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდონ.

13 მაისის პარასკევი ლომებისათვის, სასწორისათვის, მშვილდოსნებისათვის და მერწყულებისათვის იღბლიანი დღეა. მათ ბედმა შეიძლება გაუღიმოს როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ფინანსების კუთხითაც.

ყველა ახალი ამბავი
0