ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი ღვიძლს აქვს. თუ ღვიძლი სათანადოდ არ მუშაობს, ეს შეიძლება ორგანიზმში უამრავი დაავადებისა და პრობლემის მიზეზი გახდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ღვიძლს სწორად ფუნქციონირებაში დავეხმაროთ.
დეტოქსიკაციის პროცესი წმენდს ღვიძლს და ორგანიზმს აშორებს დაგროვებულ ცხიმებსა და ტოქსინებს. გთავაზობთ სამი სასმლის რეცეპტს, რომლებიც ადვილი მოსამზადებელია, სასიამოვნო დასალევი და თან – ღვიძლის გასაწმენდად – ძალზე ეფექტური საშუალება.
პირველი ვარიანტი
ინგრედიეტები:
კურკუმას ფხვნილი – ½ ჩაის კოვზი
ჯანჯაფილი (კოჭა) – ½ ჩაის კოვზი
ლიმონის წვენი – 3 სუფრის კოვზი
წყალი – ½ ჭიქა
მომზადება:
3 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ წყალი, შემდეგ კურკუმა და ჯანჯაფილი. აურიეთ კარგად და სასმელი მზადაა.
მიიღეთ სასმელი დღეში ერთხელ, 1 კვირის განმავლობაში.
მეორე ვარიანტი
ინგრედიენტები:
კიტრი – 1 ცალი, საშუალო ზომის
ვაშლი – 1 ცალი
ლიმონის წვენი – 2 სუფრის კოვზი
ბულგარული წიწაკა – 1 ჩაის კოვზი
მომზადება:
დაჭერით კიტრი წვრილად, შეურიეთ ასევე წვრილად დაჭრილი ვაშლი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და წიწაკა. მოურიეთ კარგად და მიიღეთ ყოველდღე.
მესამე ვარიანტი
ინგრედიენტები:
მწვანე ჩაი – ½ ჭიქა
მწიფე ბანანი – 1 ცალი
ლიმონის წვენი – 2 სუფრის კოვზი
მომზადება:
ბანანი გათქვიფეთ, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ½ ჭიქა მწვანე ჩაი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ – უნდა მიიღოთ სქელი წვენი.
გამოიყენეთ სასმელი ყოველდღე, 1–2 კვირის განმავლობაში.
გამოიყენეთ ეს სამი საოცარი სასმელი და თქვენი ღვიძლი ბუნებრივად გაიწმინდება და ნორმალურ ფუნქციონირებას დაიწყებს.