თბილისი, 13 ნოემბერი– Sputnik. ავღანეთში გერმანიის საკონსულოსთან და ამერიკულ ავიაბაზასთან ახლოს განხორციელებული აფეთქებების შემდეგ აშშ-მ სიფრთხილის ზომები მიიღეს-საელჩო დროებით დახურულია, სააგენტო როიტერზე დაყრდნობით იუწყება РИА Новости.
პარასკევს ღამეს ავღანეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მაზარი-შარიფში მდებარე გერმანულ საკონსულოზე შეტაკების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. აშშ-სა და კოალიცია ბაგრამის შეიარაღაბული ძალების უმსხვილეს ავიაბაზასთან ახლოს შაბათს ტერორისტ-თვითმკვლელის შეტევისას აშშ-ს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" მებრძოლებმა აიღეს.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "სიფრთხილის დროებით ზომებთან დაკავშირებით" კვირას "ტექნიკური მიზეზების გამო" საელჩო დაკეტილი იქნება.
ქაბულში აშშ-ს საელჩოს გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელიც გმობს ახლახან მომხდარ თავდასხმებს და ამერიკელებს ურჩევს ავღანეთში წასვლისგან თავი შეიკავონ.
ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ავღანეთში მისიაში "გადამწყვეტი მხარდაჭერა" მონაწილე ქართველ სამხედროებს, რომლებმაც მაზარი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე ტერორისტების შეტევა მოიგერიეს.
ნატოს ახალი მისია "გადამწყვეტი მხარდაჭერა" ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატო-ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თნახმად, ქვეყანაში 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის. მისია გამოცხადებულია როგორც არასაბრძოლო.