თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით საქართველოს 40 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 104 აბი და აბის 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა, რომელიც 0,83416 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია ჰეროინის შემცველი ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის შესაბამისის მუხლით — „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“ — არის აღძრული, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.