იმერეთში აღმოჩენილია გაქვავებული გიგანტური ცხოველები
იმერეთში აღმოჩენილია გაქვავებული გიგანტური ცხოველები
„ადგილი, სადაც ეს აღმოჩენა მოხდა, ჩემ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა. ეს ქვები ჩემს ყურადღებას ყოველთვის იქცევდა. ზოგი მათგანი 200 კილოგრამია, ზოგი კი მაგალითად, გიგანტური კუ — ორი ტონაა“,- განაცხადა ნინო ბაზაროვამ.
გეოგრაფია-გეოლოგიის პედაგოგი, ნინო ბაზაროვა, ბაღდადში ცხოვრობს და სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული მისი კვლევის ობიექტია მდინარის გეოსტრუქტურები, ფლორა და ფაუნა. ამჟამად ის იმერეთის ტერიტორიის აღმოჩენილ უძველეს ცხოველებს იკვლევს.