თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში, საკუთარ სახლთან 26 წლის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ამჟამად დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. ის ბათუმის საავადმყოფოში იმყოფება. მას ბასრი იარაღით, სავარაუდოდ, დანით, ზურგის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.
„ამჟამად დაკვირვების ქვეშ არის. სტაბილურია მდგომარეობა, მკურნალობა გაგრძელდება… იყო ზომიერი სუნთქვის უკმარისობა, ახლა ესეც გამოსწორდა“, – განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა ბაქარ კუჭავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის მუხლით „ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება“, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.