რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ბურჯანაძემ რადიკალური ცვლილებები იწინასწარმეტყველა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ყოფილი სპიკერის აზრით, საქართველო არ მოხვდებააშშ-ს ახალ ადმინისტრაციასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განსახილველ საკითხთა სიაში.

თბილისი, 11 ნოემბერი— Sputnik. არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები რადიკალურად შეიცვლება, აცხადებს საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. 

„ერთმნიშვნელოვანია რომ შეიცვლება რუსულ-ამერიკული ურთიერთობები, რადიკალურად შეიცვლება გლობალური ვითარება, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც. მე სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთის და ამერიკის მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს, საქართველო განსახილველი საკითხების პირველ ათეულშიც კი ვერ მოხვდება", — აცხადებს ბურჯანაძე.

სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაში არ არსებობს კომპეტენტური, პროფესიონალი და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული გუნდი, აღნიშნა მან. 

"ამ გლობალური ცვლილებების პერიოდში ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგი და ის რეალური ძვრები, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაში მოხდება, ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევა გახლავთ“,- ხაზი გაუსვა ბურჯანაძემ.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
საქართველოს ბრწყინვალების ორდენის კავალერი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ მსოფლიო, რომელშიც ჩვენ დღემდე ვცხოვრობდით რადიკალურად შეცვლილია და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, ახალი მსოფლიო ცხოვრება იწყება, აღნიშნა ამნ.

" როგორ განვითარდება მოვლენები რა თქმა უნდა ძნელად პროგნოზირებადია იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს დემოკრატიული და სერიოზული ინსტიტუტები, პრეზიდენტს ძალიან გაუძნელდება ამ სისტემისგან პრინციპულად შორს გასვლა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ის ჩარჩოები რომელიც არსებობს, ტრამპის მიერ იქნეს დანგრეული",-განაცხადა მან.

აშშ-ში 8 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის მოქალაქეებმა ამომრჩეველთა ორპარტიული კოლეგია ჩამოაყალიბეს (538 ადამიანი), რომელსაც 19 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტის ფორმალური არჩევა მოუწევს. დონალდ ტრამპა ამომრჩეველთა 280-ზე მეტი ხმა მოიპოვა (გამარჯვებისათვის საკამარისია მინიმუმ 270 ხმა). „დემოკრატების“ ლიდერმა ჰილარი კლინტონმა კი დამარცხება აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0