თბილისი, 11 ნოემბერი— Sputnik. საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩვეულებრივი თამაში უწოდა იმას, რომ თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მონაწილეობით ქორწილის სცენა დადგეს.
თბილისის №56 საბავშვო ბაღში იმპროვიზირებულმა მასიურმა "ქორწილმა" Facebook-ის მომხმარებელთა და საქართველოს სახალხო დამცველის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც შესაბამის უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. საბავშვო ბაღების მართვის სააგენტომ განაცხადა,რომ აღმზრდელს საყვედურს გამოუცხადებს.
"ეს რიტუალი არ ყოფილა. ეს წარმოდგენა იყო. მგონი, ყველანი ბავშვობაში სხვადასხვა თამაშებს თამაშობდით…მომავალი წლიდან სასწავლო პროგრამა უნდა შევქმნათ, მაგრამ სასწავლო პროგრამა გარანტია როდია. პედაგოგის დანიშნულება იმაშია, რომ მან უნდა გადაწყვიტოს, რა არის ბავშვებისათვის სწორი და არასწორი",-განუცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც ბავშვთა უფლებებს არღვევს და მათ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს, ხოლო "ქორწილი" საბავშვო ბაღში ასეთ შემთხვევას არ განეკუთვნება.
"ვფიქრობ, ჩვენმა ბავშვებმა უნდა ითამაშონ, შეისწავლონ ცხოცვრება. ჩვენ არ უნდა ვაქციოთ ეს აურზაურად და უბედურებად. მე ასეთ დამოკიდებულებას არ ვიზიარებ",-დასასრულს განაცხადა ჯეჯელავამ.