ინტერნეტში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ვიდეო, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ კინოში შესრულებულ როლებზე მოგვითხრობს.
ეს ეპიზოდური როლებია — ტრამპი ამ ფილმებში კამეო, ანუ მიწვეული სტუმარი იყო ხოლმე.
და, მაინც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპმა საკუთარი საარჩევნო კამპანია 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ვინაიდან იმ ეპიზოდურ როლებში ის საკუთარ თავს განასახიერებდა ხოლმე.
სულ დონალდ ტრამპი ასზე მეტ ფილმში გამოჩნდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია: „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“, „პატარა არამზადები“, „ზულანდერი“, „სიყვარული შეტყობინებით“, სერიალი „პრინცი ბევერლი-ჰილზიდან“, „ძიძა“, „სექსი დიდ ქალაქში“, „სპინ სითი“.
საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპი ფიგურირებს კომედიური რეჟისორის ლეონიდ გაიდაის ფილმის На Дерибасовской хорошая погода, или На Брайтон-Бич опять идут дожди ტიტრებშიც.