ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილე გახდა

© сайт СГБ Грузииალექსანდრე ტაბატაძე
ალექსანდრე ტაბატაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე გახდა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე ტაბატაძის დანიშვნის ბრძანება გამოსცა. ტაბატაძე ბოლო დრომდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე კი მას შსს-ში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
ბოკერია: თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში სუს-ის უფროსის მოადგილის ხელი ურევია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დღეიდან სამი მოადგილე ჰყავს. ერთი მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი გახდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2015 წლის აგვისტოში შეიქმნა. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო.

მისი მთავარი ფუნქციაა – დაიცვას სახელმწიფოს უსაფრთხოება, საკონსტიტუციო წყობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი უცხოეთის ქვეყნების სპეცსამსახურებისა და ცალკეული პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.

სუს-ის უფროსს მთავრობის წარდგენით საქართველოს პარლამენტი ექვსი წლით, არაუმეტეს ორი ვადით ირჩევს. 2015 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0