ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერის წარმომადგენელი დააკავეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalevდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დევაძემ მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 2000 ლარი აიღო, რისთვისაც ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 10 ნოემბერი– Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ქალაქ ბათუმის მერის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა დევაძე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-ს წარმომადგენლები დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, გოჩა დევაძემ უკანონო მშენებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმისგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით), რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0