საქართველოს უნიკალური ისტორიული არქივი სამ კატალოგში შევიდა

© FB / National Archives of Georgiaეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი
ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული არქივი სამ ახალ კატალოგს წარმოადგენს, რომელშიც შესულია ქართველი მეფეების პორტრეტები, ძველი ხელნაწერები, ფოტოები, რუკები, ნახატები, ნახაზები, აფიშები, მემორიალური საგნები, ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ავტოგრაფები.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მეცნიერების საერთაშორისო დღეს — 10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია გაიმართება, აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ეროვნული არქივი სამ ახალ კატალოგს წარმოადგენს: „ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული საბუთები“, „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“ და „ჩვენი არქივი — ჩვენი საუნჯე“.

ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული არქივი უნიკალურ დოკუმენტებს გამოფენს

კატალოგები გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მასში შესულია არა მხოლოდ ადრე ცნობილი დოკუმენტები და პორტრეტები, არამედ მინიატურები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო.

გამოცემებში არის ქართველი მეფეების — ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის პორტრეტები, ძველი ხელნაწერები, მათ შორის, პალიმფსესტების უნიკალური სახეობები, ფოტოები, რუკები, ნახატები, ნახაზები, აფიშები, მემორიალური საგნები, ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ავტოგრაფები.

წიგნებში ასევე წარმოდგენილია ცნობილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის მემკვიდრეობა, რომელიც XVII–XVIII საუკუნეების საქართველოს გეოგრაფიულ-კარტოგრაფიულ დახასიათებას ასახავს.

ეროვნულ არქივში დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი კატალოგების გამოცემა ამ უნიკალურ დოკუმენტებს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

გამოფენაზე შესაძლებელი იქნება გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოცემული წიგნების გაცნობა.

ყველა ახალი ამბავი
0