საქართველო რუსი ბიზნესმენებისთვის საინტერესო ქვეყანაა

გამოწერა

რუსულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ Aquatherm-ისა და ELCOMM 2016-ის გამოფენებში. Sputnik-ის საშუალებით გაიგეთ, რას ფიქრობენ რუსი ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს შესახებ.

საქართველო და რუსეთი დღეისათვის აქტიურად ავითარებენ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს. Sputnik-მა რუსული კერძო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართა შეკითხვით – რას ფიქრობენ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის თაობაზე.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
მოსკოვის ტურიზმის დეპარტამენტი: რუსეთი საქართველოდან ტურისტებს ელოდება

„ჩვენ პირველად ვართ საქართველოში. ყველაფერი ძალიან მოგვწონს, ხალხი ძალიან მეგობრულადაა განწყობილი. იმედი გვაქვს, რომ ასეთი განწყობა ჩვენს კომპანიებს — პოტენციურ პარტნიორებსა და ზოგადად ქვეყნებს შორის საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობებშიც შენარჩუნდება“, — განუცხადა Sputnik-ს ვლადიმირ გნინენკომ, რომელიც ერთ-ერთ რუსულ კომპანიას წარმოადგენდა Aquatherm-ისა და Elcomm 2016-ის გამოფენებზე.

გნინენკოს კომპანია ახალ პარტნიორებს ეძებს და საქართველო უკვე დაინტერესდა ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით.

რუსი ბიზნესმენების დელეგაციამ ამ დღეებში მონაწილეობა მიიღო ქართულ-რუსულ ბიზნეს–ფორუმში, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა. დელეგაციის  წარმომადგენლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ხელსაყრელი ეკონომიკური კლიმატია, ამ ქვეყანაში საქმიანობა ძალზე საინტერესოა.

„თუ რუსეთის რეალობებს შევადარებთ, მაშინ აქ — ყოველ შემთხვევაში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და როგორც გვეუბნებოდნენ — კომფორტული პირობებია ბიზნესის წარმოებისა და ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბებისთვის“, — უთხრა Sputnik-ს რუსი ბიზნესმენების დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრ ლუკინმა.

გამოფენა Aquatherm და Elcomm 2016 თბილისში კიდევ ორ დღეს გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0