თბილისი, 10 ნოემბერი– Sputnik. კომპანია "Яндекс. Такси" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ გიორგი მელაშვილს მისი ფოტოსურათის Facebook-ის საკუთარი გვერდის გარეკანზე უნებართვოდ გამოყენებისათვის ფული გადაუხადა, სტუდენტზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".
საუბარია თბილისის მშვიდობის ხიდის ფოტოზე წარწერით "გამარჯობა, თბილისო!", რომელიც კომპანია "იანდექსმა" ამ წლის აგვისტოში გამოაქვეყნა და ამით თბილისელებს შეატყობინა საქართველოში მუშაობის დაწყების შესახებ. მელაშვილის აზრით, "Яндекс. Такси"-მ მისი საავტორო უფლება დაარღვია.
"როდესაც ეს კომპანია გამოჩნდა, მათ გვერდზე ვნახე, რომ ჩემს სურათს იყენებდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან გავბრაზდი და მაშინვე მივწერე იანდექსის გუნდს…ჩვენ ძალიან აქტიური მიმიწერა გვქონდა, როგორც იანდექსის პიარ ჯგუფთან, ასევე მათ კონტრაქტორთან, რომელსაც ჩვენთან მოლაპარაკების წარმართვა დაავალეს",- ყვება მელაშვილი.
მისი თქმით, მოლაპარაკება რამოდენიმე დღის წინ დასრულდა და მელაშვილს კომპენსაციის სახით ფული უკვე გადაურიცხეს. რა თანხაზეა საუბარი, მელაშვილმა არ ამბობს.
მელაშვილმა მოყვა, რომ მოყვარული ფოტოგრაფია. აღნიშნული ფოტოსურათი რამოდენიმე წლის წინ გადაიღო და საიტ flickr.com.-ზე ატვირთა.
კომპანია "Яндекс. Такси" საქართველოში ამ წლის 23 აგვისტოდან ოპერირებს. საქართველოს ბევრ მოქალაქეს ქართულ ბაზარზე კომპანიის გამოჩენაზე ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა. ამის მიზეზი კი იანდექსის რუკები იყო, რომლებზეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.
სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა "Яндекс. Такси" "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს, რომლის თანახმად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
მოგვიანებით რუსულმა კომპანია იანდექსმა ქართველი მომხმარებლებისათვის თავისი რუკები შეცვალა, თუმცა საქართველოს ბევრი მოქალაქე ამ კომპანიის მომსახურებაზე ახლაც უარს აცხადებს.
"Яндекс. Такси" —სერვისია, რომელიც კომპანია "იანდექსს" ეკუთვნის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სწრაფად გამოიძახოთ ტაქსი, დისპეჩერთან დარეკვის გარეშე და თვალყური ადევნოთ შეკვეთის შესრულებას რუკაზე. ტაქსის შეკვეთა შესაძლებელია საიტზე ან სმარტფონის მობილური აპლიკაციით. სერვისი 2011 წლის ოქტომბერში ამოქმედდა.
ამჟამად თბილისის გარდა "Яндекс. Такси" მოსკოვში, კიევში, მინსკში, ერევანში, ალმატაში და სხვა ქალაქში მოქმედებს.