ყოფნა-არყოფნა – Яндекс.Такси საქართველოში

გამოწერა
უკვე კვირაზე მეტია, რუსული კომპანია Яндекс.Такси ქართულ ბაზარზე დამკვიდრებასა და ქვეყნის მოსახლეობის მოზიდვას კომფორტული სერვისითა და იაფი ტარიფებით ცდილობს.

ქართული საზოგადოების ნაწილი კომპანიას ბრალს სდებს საქართველოს კანონის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დარღვევაში. ამის მიზეზი „იანდექსის“ რუკებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე გამოსახვაა.

ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ Яндекс.Такси-ს მოწინააღმდეგე უცნობმა პირებმა კომპანიის მძღოლი სცემეს. ბრალდებული დაკავებულია, პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „ცემა“. მიმდინარეობს გამოძიება.

 „გამარჯობა, თბილისო“

FIFA - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფხაზეთის ფიფა-ში შესვლას ეწინააღმდეგება

ასე მიესალმა 23 აგვისტოს კომპანია Яндекс.Такси „ფეისბუქის“ თბილისელ მომხმარებელს და მას საქართველოს დედაქალაქში მუშაობის დაწყება აუწყა. ასევე პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში ეს სერვისი ქვეყნის სხვა ქალაქებში გამოჩნდება.

კომპანიამ თბილისელებს შესთავაზა მისაღები ფასები და კომფორტული ავტომობილები, დადო ხელშეკრულებები ტაქსის სხვადასხვა კომპანიებთან და მძღოლებისთვის ფიქსირებული ტარიფები დაადგინა.

ნახვამდის

მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსული კომპანია რიგ არსებით პრობლემებს წააწყდა. საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა სოციალური ქსელების მეშვეობით კომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა.

ინტერნეტში აქტიურად დაიწყეს Яндекс.Такси-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხის გარჩევა. ამის მიზეზი ისაა, რომ „იანდექსის“ რუკებზე საქართველო გამოსახულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ჩათვალეს, რომ ამგვარად რუსული კომპანია არღვევს კანონს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და ამ ქვეყანაში ოპერირების უფლება არა აქვს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობა უნდა აღდგეს

უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ Яндекс.Такси-ს ხელმძღვანელობამ საქართველოს რუკა შეცვალა, მაგრამ ამ ცვლილებას, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ქვეყნის შემადგენლობაშია, მხოლოდ საქართველოს მომხმარებელი ხედავს. ანუ, თუ სხვა ქვეყნის მცხოვრები „იანდექსის“ საძიებო სისტემით საქართველოს რუკას მონახავს, იქ ქვეყანა მაინც ამ ორი რეგიონის გარეშეა გამოსახული.

სოციალური ქსელების მომხმარებლები რუკის შეცვლას ითხოვენ მსოფლიო მასშტაბით.

საკითხი დღის წესრიგში

კომპანიის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქართულ კანონს არ არღვევენ, პირიქით, პატივს სცემენ ქართულ კანონმდებლობას და მომხდარს გაგებით ეკიდებიან და სწორედ ამიტომ შეცვალეს საქართველო რუკის საზღვრები.

Яндекс.Такси-ს მუშაობასთან დაკავშირებული ისტორია არც ქართველი პოლიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩენილა.

მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება არავისთვის, მათ შორის, არც რუსული კომპანიებისთვის აკრძალული არ არის და დასძინა, რომ მათ ქართული კანონმდებლობა არ უნდა დაარღვიონ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამა თუ იმ კომპანიის მუშაობის აკრძალვა საგარეო უწყების კომპეტენცია არ არის.

რუსულ კომპანიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მისთვის „იანდექსის“ რუკები უცნობია, თუმცა ქართული კანონის დარღვევა კატეგორიულად მიუღებელია.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს წარმომადგენელთან აფხაზეთში არსებული სიტუაცია განიხილა

კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“

კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ქვეყნის პარლამენტმა 2008 წლის ოქტომბერში მიიღო.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესვლა ან კომერციული საქმიანობა აკრძალულია. ამ კანონის დამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაისჯება.

როგორი იქნება ტაქსის რუსული კომპანიის მომავალი, ჯერჯერობით უცნობია, ხოლო საქართველოში Яндекс.Такси-ს ყოფნა-არყოფნის საკითხი კვლავ ღია რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0