საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს წარმომადგენელთან აფხაზეთში არსებული სიტუაცია განიხილა

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი გაეროს წარმომადგენელს იმის შესახებ ესაუბრა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ უკონტროლო ტერრიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა და ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთა არ შეუძლიათ.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და  გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილემ ლტოლვილთა საკითხებში კელი კლემენსმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პრობლემები განიხილეს.

შეხვედრა სტამბოლში შედგა, სადაც გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ინიციატივით ჰუმანიტარულ საკითხთა მსოფლიო სამიტი მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მარგველაშვილი გაეროს წარმომადგენელს იმის შესახებ ესაუბრა, რომ  საქართველოს ხელისუფლების მიერ უკონტროლო ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს  ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები.

მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო შეშფოთებულია 19 მაისს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარე სოფელ ხურჩაში მომხდარი გიგა ოთხოზორიას მკვლელობით. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს რაშიდ კანჯი-ოღლის ბრალდება წაუყენა და საერთაშორისო ძებნაში მის გამოცხადებას აპირებს.

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად  2008 წლის აგვისტოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ აღიარა. ამის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0