„ჩემი პრეზიდენტი არ არის!“ - აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ აქციები იმართება

გამოწერა

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას აპროტესტებს. იხილეთ ვიდეოკადრები.

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ამერიკის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

ნიუ-იორკში დემონსტრანტები მანჰეტენის ცენტრში გამოვიდნენ და ცათამბჯენ „ტრამპ თაუერისკენ“ გაემართნენ, სადაც ტრამპი ცხოვრობს. კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი ადგილობრივ პარკში შეიკრიბა. აქტივისტები სკანდირებდნენ: „ჩემი პრეზიდენტი არ არის!“ პოლიციამ 30-მდე ადამიანი დააკავა.  

რესპუბლიკელების სიხარული და დემოკრატების ცრემლები: რეაქციები ტრამპის გამარჯვებაზე - Sputnik საქართველო
"რესპუბლიკელების" სიხარული და "დემოკრატების" ცრემლები: რეაქციები ტრამპის გამარჯვებაზე

ვაშინგტონში თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდნენ, აქციის მონაწილეებსა და მომიტინგეებს შორის მცირე შეტაკებაც მოხდა, რის შედეგადაც ერთი უკმაყოფილო ადამიანი დააკავეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი.

პოლიციის თანამშრომლებმა ოკლენდში (კალიფორნიის შტატი) ალყა შემოარტყეს ადგილს, სადაც აქცია იმართებოდა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ჩიკაგოში, ფილადელფიაში, ბოსტონში. როგორც გამოცემა USA Today იუწყება, აქციებში ცნობილი ადამიანები, მათ შორის, მომღერლები შერი, მადონა და მსახიობი მარკ რუფალო მონაწილეობდნენ.

აშშ-ში 8 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა, ტელეარხ CNN-ის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა. არჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების აღსრულებას 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება. „დემოკრატების“ ლიდერმა ჰილარი კლინტონმა კი დამარცხება აღიარა. აღსანიშნავია, რომ კლინტონს 59,8 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, ტრამპს კი 59,6 მილიონმა.

ყველა ახალი ამბავი
0