ბერლინის „ფოლკსბიუნეს“ თეატრი თბილისში უსიტყვო სპექტაკლს წარმოადგენს

© FB / Volksbühneსცენა სპექტაკლიდან DANCING ABOUT
სცენა სპექტაკლიდან DANCING ABOUT - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველო“ აცხადებს კონკურსს. პირველი ორი მონაწილე, რომელიც Sputnik-ის კითხვებს სწორად უპასუხებს, სპექტაკლზე Murmel Murmel ორ-ორ მოსაწვევს მიიღებს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბერლინის სახალხო თეატრი „ფოლკსბიუნე“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და ექსცენტრიულ უსიტყვო სპექტაკლს Murmel Murmel წარმოადგენს.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ჰერბერტ ფრიტში. წარმოდგენაში საერთოდ არ არის ტექსტი, გარდა ერთისა — „მურმელ მურმელ“.

გერმანულიდან ეს ითარგმნება, როგორც „ლაი-ლაი“, ანუ უაზრობა, რომელიც, მსახიობების მიერ წარმოთქმული, სპექტაკლში ფონური საუბრის შთაბეჭდილებას ქმნის.

მიიღეთ მონაწილეობა Sputnik-ის ვიქტორინაში და მოიგეთ ბილეთები სპექტაკლზე დასასწრებად >>

ასეთი შინაარსის 174-გვერდიანი პიესა 1974 წელს სკანდალურმა და ნიჭიერმა, ცნობილმა მხატვარმა-აქციონისტმა, ფლუკსუს-პერფორმანსების ავტორმა დიტერ როტმა გამოაქვეყნა. 1980 წელს მსახიობმა და რეჟისორმა ჰერბერტ ფრიტშმა როტს ამ ერთსიტყვიანი პიესის ინსცენირების პირობა მისცა. ასე გაჩნდა 2012 წელს Murmel Murmel.

დავით ნარმანია, ქეთი დოლიძე - Sputnik საქართველო
დავით ნარმანია: GIFT - ესაა ფესტივალი, რომელიც მაყურებელს ანებივრებს

ინგო გიუნტერის მუსიკაზე შექმნილ ჰერბერტ ფრიშის სპექტაკლში მსახიობები ძლიერ გრიმში და 1960-იანი წლების მოდაზე ჩაცმული არიან. თითქმის საათნახევრის განმავლობაში მსახიობები „მურმელ მურმელის“ გარდა არაფერს ამბობენ.

სპექტაკლი საკარნავალო შოუს მსგავსად არის აგებული, სადაც „მურმელ მურმელი“ წარმოითქმება სხვადასხვა კილოზე და ისმის ხან როგორც ყოფითი საუბარი ან ჩივილი, ხან — როგორც ფილოსოფიური იგავი ან აღსარება, ხან — როგორც გინება ან ნაზი სიმღერა.

ბერლინის სახალხო თეატრის სპექტაკლი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქრის“ (GIFT) მონაწილეა. „Sputnik საქართველო“ 2016 წელს ფესტივალ GIFT-ის ღონისძიებების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

წარმოდგენა 12 და 13 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 20:00 საათზე გაიმართება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ინტერნეტის მეშვეობით.

ყველა ახალი ამბავი
0