თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik საქართველო“ აცხადებს კონკურსს: პირველი ორი მონაწილე, რომელიც Sputnik-ის კითხვებს სწორად უპასუხებს, ორ-ორ მოსაწვევს მიიღებს სპექტაკლზე „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!".
სპექტაკლი დარიო ფოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით რეჟისორმა მიკელე პანელამ დადგა. სცადეთ ბედი „Sputnik საქართველოს“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
სპექტაკლის ჩვენება 12 ნოემბერს, 20:00 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქრის“ (GIFT) ფარგლებში კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. „Sputnik საქართველო“ 2016 წელს ფესტივალ GIFT-ის ღონისძიებების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.
კონკურსში მონაწილეობისთვის საკმარისია გვერდი მოიწონოთ, პუბლიკაცია გაიზიაროთ ჰეშთეგით #sputnikgift და #Sputnik-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებულ ორ კითხვას სწორად უპასუხოთ.
კონკურსის შედეგები 11 ნოემბერს, 18:00 საათზე შეჯამდება. თვალი ადევნეთ „Sputnik საქართველოს“ სიახლეებს.