უკრაინის მთავრობამ პოროშენკოს სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ წარდგენა გაუგზავნა

© REUTERS / Martin Schlichtპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შესაბამის ბრძანებას უნდა მოაწეროს ხელი.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგენა შეიტანა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ეკოლოგიის მინისტრ ოსტაპ სემერაკაზე დაყრდნობით. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილმა შეახსენა პოროშენკოს, რომ ისიც „ჩამოსულია“ უკრაინაში

სააკაშვილმა ორშაბათს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს, რადგან ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლის სურვილი არ არის. გარდა ამისა, მან რეგიონში დანაშაულებრივი კლანის მფარველობაში პოროშენკოს დასდო ბრალი. 

„საკითხი განიხილეს, გადაწყვეტილება მიიღეს“, — განაცხადა სემერაკმა ოთხშაბათს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ  ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გუბერნატორის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება პოროშენკომ უნდა მიიღოს და შესაბამისი ბრძანება გამოსცეს.

სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა 2015 წლის 30 მაისს დაიკავა. მისი დანიშვნის ინიციატივა პოროშენკოს ეკუთვნის, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ სააკაშვილზე დიდ იმედებს ამყარებს, მათ შორის, რეგიონში კორუფციასთან ბრძოლაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0