თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვი და ვაშინგტონი ურთიერთქმედებას უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე შეეცდებიან, განაცხადა აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ ტეფტმა.
„არ ვამბობ, რომ რაღაც ახალი „გადატვირთვა“ გვექნება, მაგრამ, ვფიქრობ, შევეცდებით ურთიერთქმედებას უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ეროვნული უშიშროების საკითხებზე“, — განაცხადა ტეფტმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ტეფტი აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში 2006-2009 წლებში. რუსეთში ამერიკულ დიპლომატიურ მისიას 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.
სხვა ქვეყნებთან აშშ-ის დამოკიდებულების საკითხი მას შემდეგ გახდა უფრო აქტუალური, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გამოვლინდა. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლების 280 ხმა მიიღო, გამარჯვებისთვის კი 270 საკმარისი იყო. დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა თავისი დამარცხება აღიარა.