თბილისი ბაროკოს მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასლის ძეგლი
ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე აკადემიური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები, გამოვლენ, ასევე ჩატარდება ძველი მუსიკის სპეციალისტების ლექციები და მასტერ-კლასები.

თბილისი, 9 ნოემბერი– Sputnik. თბილისის ბაროკო ფესტივალი —2016", რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია, საქართველოს დედაქალაქში 10-14 ნოემბრის პერიოდში გაიმართება.

ბაროკოს მუსიკა რენესანსის ეპოქის ბოლოს წარმოიშვა და კლასიციზმის ეპოქის მუსიკას უძღოდა წინ. ბაროკოს გამოჩენილი წარმომადგენლები იყვნენ ვივალდი, ბახი, გენდელი. ბაროკოს მუსიკა — ეს დაახლოებით 1600-დან 1750 წლამდე პერიოდში  კლასიკური ევროპული მუსიკის სტილია. 

„თბილისის ბაროკო ფესტივალის" მონაწილეები
„თბილისის ბაროკო ფესტივალის მონაწილეები - Sputnik საქართველო
„თბილისის ბაროკო ფესტივალის" მონაწილეები

როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ფესტივალის ფარგლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რვა კონცერტი, ლექციები და მასტერ-კლასები ჩატარდება.

ფესტივალში, რომელიც მეორედ ტარდება, მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები აშშ-დან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან. 

ძველი თბილისი ბაროკოს ეპოქის მუსიკის თანხლებით - Sputnik საქართველო
ძველი თბილისი ბაროკოს ეპოქის მუსიკის თანხლებით

მუსიკოსებს შორის იქნებიან გერმანელი დირიჟორები კორნელია ფონ კენსერბროკი და ქრისტოფ მაიერი, იაპონური წარმომავლობის ამერიკელი სოპრანო კრისტენ ვიტნერი, ფრანგი თეორბისტი ეტიენ გალეტიე, იტალიელი ვიოლონჩელისტი დავიდ ამადიო, ნიდერლანდური ანსამბლი "The Spirit of Gambo" და სხვები.

საქართველოს ფესტივალზე  თბილისის გუნდი „ბაროკო“, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტების კამერული გუნდი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“ და რუსთავის კაპელა, ასევე სოლისტები — კონტრ-ტენორი მიხეილ აბრამიშვილი და ტენორი დავით გოგოლაშვილი.

„თბილისის ბაროკოს მუსიკის ფესტივალის“ ორგანიზატორები სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სიმფონიეტა“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0