თბილისის ცენტრში სეირნობისას ბევრ საინტერესოს, მათ შორის „საქართველოს სომფონიეტის“ გამოსვლასაც იხილავთ. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში კარგად ჩანს მუსიკოსები რა სიამოვნებას ანიჭებენ მსმენელებს.
თბილისის სახელმწიფო კამერული ოსკესტრის მიერ შესრულებული ბაროკოს ეპოქის მუსიკამ არა მარტო თბილისელები, არამედ ტურისტებიც მონუსხა. ბევრმა ვიდეო გადაუღო მუსიკოსებს.
თქვენ მსგავსი რამ გიხილავთ? თუ არა, მაშინ თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ. არ გამოტოვოთ შანსი დატკბეთ ამ სიამოვნებით. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაშიც ქართული ელემენტების გარეშე არაფერი გამოვიდა…
ბაროკოს მუსიკა — ევროპული კლასიკური მუსიკის სტილი. ბაროკოს ეპოქის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ ვივალდი, ბახი და გენდელი.