თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში განქორწინებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.
ბოლო ათი წლის განმავლობაში განქორწინებების სტატისტიკა ამგვარად გამოიყურება: 2007 წელს საქართველოში დარეგისტრირდა 1 082 განქორწინება, 2008 წელს — 3 152, 2009 წელს — 4 052, 2010 წელს — 4 746, 2011 წელს — 5 871, 2012 წელს — 7 151, 2013 წელს — 8 095, 2014 წელს — 9 115, 2015 წელს — 9 130.
2016 წლის 10 თვეში საქართველოში ოფიციალურად 8 013 წყვილი დაშორდა.
ქორწინებების დინამიკა ბოლო ათ წელიწადში ხან კარგი, ხან ცუდი მიმართულებით იცვლებოდა.
შედარებისთვის: 2007 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რიცხვი 24 641 იყო, 2008 წელს — 31 967, 2009 წელს — 32 060, 2010 წელს — 34 584, 2011 წელს — 31 030, 2012 წელს — 30 056, 2013 წელს — 34 473, 2014 წელს — 31 024, 2015 წელს — 29 280.
2016 წლის ათ თვეში საქართველოში 21 620 წყვილი დაქორწინდა.
ამჟამად საქართველოში 381 116 რეგისტრირებული ქორწინებაა.