მასობრივი ქორწილი სტადიონზე: სან–პაულოში 400–ზე მეტი წყვილი დაქორწინდა

გამოწერა
400–ზე მეტი წყვილი დაქორწინდა სან–პაულოში სტადიონ არენა კორინტიანსზე შაბათს, 26 სექტემბერს. იხილეთ ქორწინების მასობრივი ცერემონიის კადრები, რომელიც ხელისუფლებამ ქალაქის იმ მაცხოვრებლებისთვის მოაწყო, რომელთაც არ ქონდათ საშუალება ქორწილი გადაეხადათ.

სან–პაულოში საფეხბურთო კლუბ "კორინტიანსის" სტადიონზე გაამრთული ქორწინების მასობრივ ცერემონიაში მონაწილეობა 400–ზე მეტმა წყვილმა მიიღო. ცერემონიის სტუმრები იყვნენ ახალდაქორწინებულთა მეგობრები და ნათესავები, რომელთა რაოდენობამ 9000–ს გადააჭარბა.

საზეიმო ღონისძიებას ორგანიზება ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ წყვილებისთვის გაუწია, რომელთაც ქორწილის გადასახდელად საშუალება არ ქონდათ.

ქორწინების ცერემონია 40 წყვილისგან შემდგარი ჯგუფისთვის ტარდებოდა, ამ დროს დანარჩენი მონაწილეები საკუთარ რიგს ელოდნენ. ყველა პატარძალს წიტელი ვარდების პატარა ბუკეტი აჩუქეს, საქორწინო მუსიკას კი სამხედრო ორკესტრი ასრულებდა. მასობრივი ქორწინებების სტუმრებს და მონაწილეებს სამბას ერთ–ერთი სკოლა ართობდა.

ყველა ახალი ამბავი
0