პუტინმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიპრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერმა ტრამპთან ერთობლივი მუშაობის იმედი გამოთქვა, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები კრიზისიდან გამოვიდეს.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

პუტინმა ტრამპს დეპეშა გაუგზავნა, რომელშიც ერთობლივი მუშაობის იმედი გამოთქვა, რათა ორი ქვეყნის ურთიერთობები კრიზისიდან გამოვიდეს.

რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეები ერთობლივად გადაწყვეტენ საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარ აქტუალურ საკითხებს და მოძებნიან ეფექტურ პასუხებს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა

გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა რწმენა გამოთქვა, რომ „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონსტრუქციული დიალოგი, რომელიც თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის პოზიციების რეალური გათვალისწინების პრინციპებს დაეყრდნობა, ჩვენი ქვეყნების ხალხებისა და მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესებს პასუხობს“.

პუტინმა ასევე ტრამპს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ორსაფეხურიანი სისტემით ტარდება. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩევლების 538 ხმიდან 270 ხმის მიღება, ტრამპმა კი 280 ხმა მიიღო. ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატს ფორმალურად 19 დეკემბერს უყრიან კენჭს, ხოლო კონგრესი შედეგებს 2017 წლის 6 იანვარს დაამტკიცებს. დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა.

ყველა ახალი ამბავი
0