ფინეთის განათლების სისტემაში რევოლუციური ცვლილებები იგეგმება

© Fotolia / Kzenonგაკვეთილი სკოლაში
გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინელ ჩინოვნიკებს ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და კიდევ სხვა საგნების სწავლებიდან ამოღება სურთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დისციპლინებს საერთოდ არ ასწავლიან, უბრალოდ, მოძველებულ, გასული საუკუნის მეთოდს ახლით, XXI საუკუნისთვის ვარგისითა და მისაღებით შეცვლიან.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გაეროს მონაცემებითა და აგრეთვე PISA-ს (მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევათა შეფასების საერთაშორისო პროგრამა) კვლევების თანახმად, განათლების ინდექსი ფინეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიო მასშტაბით. 2012 წლიდან ქვეყანა ლიდერია განათლების სისტემათა მსოფლიო რეიტინგში, ხოლო ფინელი მოსწავლეები, საერთაშორისო ორგანიზაცია IEA-ს მონაცემებით, პირველ ადგილზე არიან სასკოლო უნარ-ჩვევების მაჩვენებლების მიხედვით.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების ახალი მინისტრის თამამი გეგმები

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება თავს მოდუნების უფლებას მაინც არ აძლევს და ახლა მართლაც რომ რევოლუციურ გარდაქმნებს გეგმავს განათლების სისტემაში.

ფინელ ჩინოვნიკებს ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და კიდევ სხვა საგნების სწავლებიდან ამოღება სურთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დისციპლინებს საერთოდ არ ასწავლიან, უბრალოდ, მოძველებულ, გასული საუკუნის მეთოდს ახლით, XXI საუკუნისთვის ვარგისითა და მისაღებით შეცვლიან, იუწყება მსოფლიო მასმედია. 

„არის სკოლები, რომლებშიც ძველმოდური მეთოდებით ასწავლიან იმას, რაც კარგი იყო 1900-იან წლებში. მაგრამ ახლა მოთხოვნები შეიცვალა და ჩვენც რაიმე ახალი, 21-ე საუკუნისთვის გამოსადეგი უნდა შევქმნათ“, — განაცხადა ჰელსინკის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიო კილონენმა.

მაგალითად, ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომს სკოლებში შეასწავლიან როგორც ისტორიის, ისე გეოგრაფიისა და მათემატიკის კუთხით — ანუ, დისციპლინათშორის ფორმატში. დაინერგება „მუშაობა კაფეში“, რა დროსაც მოსწავლეები კომპლექსურ ცოდნას მიიღებენ ინგლისურ ენაში, ეკონომიკასა და კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებში.

ასეთი სისტემა მხოლოდ უფროსკლასელებისთვის იარსებებს. როგორც ამბობენ, მოსწავლე თავად განსაზღვრავს, რა უფრო გამოადგება მომავალში და თავადვე აირჩევს შესასწავლ თემას ან მოვლენას. გამომდინარე აქედან, მოზარდს არ მოუწევს ფიზიკისა თუ ქიმიის სრული კურსის გავლა მაშინ, როცა ეს საგნები არაფერში სჭირდება.

ასევე დაგეგმილია ურთიერთობის ტრადიციული ფორმატის – „მასწავლებელი–მოსწავლის“ შეცვლა. მოწაფეები აღარ ისხდებიან მერხებთან და დაძაბულები აღარ დაელოდებიან დაფასთან საპასუხოდ გაძახებას. ამის ნაცვლად კლასი მცირე ჯგუფებად დაიყოფა და ერთობლივად იმუშავებს ამა თუ იმ პრობლემის განხილვაზე.

განათლების სისტემის სრულად განახლება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0