აჭარის რეკლამაზე საზღვარგარეთ 5,4 მლნ ლარი დაიხარჯება

© Sputnik / Denis Aslanovმწვანე კონცხი
მწვანე კონცხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს აჭარისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ლატვიაში, ესტონეთში, გერმანიაში, ირანში ჩატარდება.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წელს საქართველოს შავი ზღვის კურორტების რეკლამას მსოფლიოს 17 ქვეყანაში აპირებს, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ უწყების პრეს-სამსახურში.

სარეკლამო კამპანიისთვის ბიუჯეტში 5,4 მლნ ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს აჭარის საზღვაო კურორტებზე მოუთხრობენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ლატვიაში, ესტონეთში, გერმანიაში, ირანში.

„მომავალი წლისთვის ბაზრების დივერსიფიკაციას ვიწყებთ და აქცენტს იმ ქვეყნებზე ვაკეთებთ, საიდანაც წელს რეგიონში ტურისტების ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა“, — განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

მიმდინარე წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აქტიური პიარ-კამპანია ჩაატარა რუსეთში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, ყაზახეთსა და ისრაელში.

დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია 22 პრეს-ტურსა და 8 ინფო-ტურს. ამის მეშვეობით აჭარის ტურისტულ პოტენციალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 114 ტურისტული სააგენტო და 176 ჟურნალისტი გაეცნო.

აჭარაში მოგზაურობა გააშუქეს ცნობილმა ტელეკომპანიებმა Моя планета, ПЯТНИЦА, Bloomberg TV, CNN TÜRK, The Good Life Channel, Travel Channel Israel, Channel 10, Беларусь 1, ОНТ და ATV.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა დუბაის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ტურისტულ გამოფენებში. სულ რეგიონი წარმოდგენილი იყო 15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. სარეკლამო ვიდეორგოლები გადიოდა ცნობილ ტელეარხებზე Discovery channel, My planet, Euronews Moscov და Euronews Spb.

გარდა ამისა, წელს წარმატებით გაიმართა აჭარის დღეები ლიტვაში, ისრაელში, ყაზახეთში, ბელარუსსა და პოლონეთში.

ყველა ახალი ამბავი
0