აჭარაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

© Sputnik / Denis Aslanovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტად გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ჩამოდიან ირანიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,34%-ით გაიზარდა და 227 342 უცხოელი ტურისტი შეადგინა, იუწყება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ტურისტების სტატისტიკა რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც. საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 9 თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 9 თვეში საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 76,55%-ით გაიზარდა, რაც 114 169 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარაში განთავსების ადგილების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა

გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 30 468 ვიზიტორი შემოვიდა. ეს რაოდენობა 7,5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. მათი ძირითადი ნაწილი სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.  

ლიდერობს ისრაელიც, საიდანაც ვიზიტორების რიცხვი რეგიონში 371%-ით გაიზარდა (23 236). მათი დიდი უმრავლესობა კი (22 803) აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა.

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა რეგიონში 76%-ით (3270) არის გაზრდილი საუდის არაბეთიდან და 279%-ით (1483) არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.  

„დღემდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურისტების რაოდენობას რეგიონში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვითვლიდით. თუმცა წელს დავიწყეთ არარეგისტრირებული განთავსების ობიექტების კვლევაც, რომლის ფარგლებშიც დადგინდება, თუ რა რაოდენობის ტურისტი რჩება აჭარაში არარეგისტრირებულ სასტუმროებსა და საოჯახო სახლებში. ეს საშუალებას მოგვცემს განისაზღვროს, თუ რა რაოდენობის ტურისტი სტუმრობს აჭარას წლის განმავლობაში", – განცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა. 

ყველა ახალი ამბავი
0