თბილისში კამერული მუსიკის ფესტივალი იწყება

© Courtesy of Georgian Kammerorchester Ingolstadtსაქართველოს კამერული ორკესტრი
საქართველოს კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე, რომელიც 2006 წლიდან იმართება, ქართველი და უცხოელი შემსრულებლები გამოვლენ.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 8-13 ნოემბერს გაიმართება.

ჭამე, დალიე და იყავი ბედნიერი! - თბილისში ამ დევიზით ქართული ღვინისა და კულინარიის ფესტივალი ბულბული მარკეტი გაიმართა. - Sputnik საქართველო
ჭამე, დალიე და იყავი ბედნიერი - თბილისში ღვინისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

ფესტივალი, რომელშიც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ, ვოკალური მუსიკის საღამოთი გაიხსნება. მსმენელის წინაშე წარდგებიან ნიკოლოზ რაჭველი (ფორტეპიანო), მეგი ჩიხრაძე (სოპრანო), თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები, ჯგუფი The Quintessence და სხვები.

პროგრამაშია რობერტ შუმანის, გუსტავ მალერის, ალბან ბერგისა და კლოდ დებიუსის ნაწარმოებები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი 2006 წლიდან იმართება. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თაობის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები.

ყველა ახალი ამბავი
0