ლისის ტბაზე გამართული ქართული ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალ „ბულბულის მარკეტს“ ასობით სტუმარი ეწვია. იხილეთ Sputnik-ის ფოტოკადრები.
ქართული ღვინისა და სამზარეულოს ფესტივალი თბილისისთვის ტრადიციული ხდება. თუ ადრე თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მხოლოდ „თბილისობა“ ახარებდა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდნენ, ახლა თბილისში თითქმის ყოველ კვირაში ქართული ღვინისა და სამზარეულოს ფესტივალი იმართება.
ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციასა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მსგავს ფესტივალებში მონაწილეობას იღებენ მხატვრები და დიზაინერებიც, რომლებსაც საკუთარი ნამუშევრების წარდგენის საშუალება ეძლევათ.

ფესტივალს, რომელიც საკმაოდ მხიარულად ჩატარდა, ბევრი ტურისტი დაესწრო - ღონისძიების სტუმრები ფესტივალზე ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მისული.

ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი გაიმართა, ხის ტოტზე ჩამოკიდებული იყო ბანერი წარწერით - "ღვინოს დავლევ წყალს არა, შენ გაკოცებ სხვას არა!".

თბილისი - პატარა ქალაქია, ამიტომ ქართული ღვინისა და კულინარიის ფესტივალი ერთგვარად იქცა ძველი ნაცნობებისა და მეგობრების შეხვედრის ადგილად.

ვიდრე უფროსები ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს აგემოვნებდნენ, ბავშვები "ბულბული მარკეტზე" თავისებურად ერთობოდნენ.

"ბულბული მარკეტზე" ღონისძიების სტუმრებს შორის სხვადასხვა პრიზი გათამაშდა, "ბედნიერი ბილეთის" მფლობელს ქართული ღვინით ასაჩუქრებდნენ.

ფესტივალის სტუმრებს ქართული სამზარეულოთი უმასპინძლდებოდნენ.

ქართული ღვინისა და კულინარიის ფესტივალმა მწვადის გარეშე არ ჩაიარა.

ძველი ქართული მეთოდით დამზარებული წითელი მშრალი ღვინო "საფერავი".

წითელ ღვინოსთან ერთად სტუმრებს ქართული ყველის ნაირსახეობის დაგემოვნებაც შეეძლოთ.

ფესტივალის ორგანიზატორებმა პატარებს სიურპრიზი მოუმზადეს - მათ სხვადასხვა ნუგბარი და ტკბილეული ელოდათ.

ვისაც ქართული კერძების დაგემოვნება არ სურდა, მათ ჰამბურგერებსა და სენდვიჩებს სთავაზობდნენ.

ნოემბრისთვის უჩვეულოდ მზიანი ამინდი, ღვინო და მწვადი - "ბულბული მარკეტის" სტუმრებისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნიდა.

"ბულბული მარკეტის" ფესტივალზე ქართული ხილი და ბოსტნეული იყო გამოფენილი.

ფესტივალზე ბავშვებსაც შეეძლოთ ქართული ღვინის დაგემოვნება.

"ბულბული მარკეტის" ფესტივალს ბევრი ტურისტი სტუმრობდა.

ქართველმა დიზაინერებმა და მხატვრებმა ძალები არ დაიშურეს, რათა ფესტივალისთვის განკუთვნილი ტერიტორია შესაბამისად ყოფილიყო გაფორმებული.

მინანქრის ხელნაკეთი ნივთები, რომელიც გამოფენილი იყო ფესტივალზე, ნებისმიერი მსურველს შეეძლო შეეძინა.