საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასულიერო პირები ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოსაც მოინახულებენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია, ბრიუსელში, საინფორმაციო შეხვედრებს NATO-ს შტაბბინაში, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებსა და ევროპარლამენტში მართავს. 

დელეგაცია ბრუსელში იმყოფება საქართველოს კათოლიკოს პატრიქრქის ილია მეორის ლოცვა — კურთხევით. დელეგაციას ხელმძღვანელობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

ვიზიტის შესახებ განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. 

ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა

"ჩემთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოსებთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. ასეთი დელეგაცია ჩვენთან პირველად ჩამოვიდა. როდესაც გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, ის შეხვდა საქართველოს პატრიარქს", — თქვა შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაიმ.

მან აღნოშნა, რომ სასულიერი პირები საკმაოდ ინფორმირებულნი არიან და მათ დეტალურად ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ნატო საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან დევნილები.

"დღეს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია არის ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია ქართულ საზოგადოებაში,"- განაცხადა აპატურაიმ. 

ყველა ახალი ამბავი
0