საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება, ნათქვამია წერილში.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლებს წერილი გაუგზავნა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 

სამება - Sputnik საქართველო
ქართული მართლმადიდებლური სინოდის სხდომაზე დიდ კრებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ… დიდი პატივისცემით გვსურს თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა წმინდა და დიდი კრების ირგვლივ დღეს არსებული ვითარება და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება. გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს”, — ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილში, რომელსაც თან საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის ამონაწერი ახლავს. 

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სრულიად მართლმადიდებელთა დიდ კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კრება კუნძულ კრეტაზე 16–27 ივნისს გაიმართება.

გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა პარასკევს მიიღო. 

ყველა ახალი ამბავი
0