ქართული მართლმადიდებლური სინოდის სხდომაზე დიდ კრებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

© photo: Sputnikსამება
სამება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქოში პარასკევს, დიდ და წმინდა კრებასთან დაკავშირებით, ქართული მართლმადიდებლური სინოდის სხდომა გაიმართება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 10 ივნისს სინოდის სხდომას გამართავს, სადაც დიდ და წმინდა კრებაზე იმსჯელებს, რომლის გამართვასაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო 16–27 ივნისს გეგმავს, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი.  

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღვთისმსახურებისას - Sputnik საქართველო
პატრიარქი სულიერი განწმენდისკენ მოგვიწოდებს

ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა სამშაბათს გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ეკლესია სრულიად მართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გასულ კვირაში ბულგარეთის ეკლესიამ. რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადგილობრივ ეკლესიებს, „საგანგებო მდგომარეობასთან“ დაკავშირებით, დიდი კრების წინ სხდომების მოწვევა დაავალა. კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ, თავის მხრივ, განაცხადა,რომ „უკვე დაწყებული პროცესის გადახედვა არცერთ ინსტიტუციურ სტრუქტურას არ ძალუძს“.

უფრო ადრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დიდი კრების ჩატარების მნიშვნელობას.

სრულიად მართლმადიდებლური კრება, რომელიც 50 წელზე მეტია, მზადდებოდა, სავარაუდოდ, მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლობებისა და წარმომადგენლების დიდი კრება იქნება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0