დავით–გარეჯის მონასტერი მსოფლიოს ულამაზესი ადგილების ნუსხაში მოხვდა

© Photo: courtesy of Hit The Road - Georgiaდავით-გარეჯის მონასტერი
დავით-გარეჯის მონასტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით–გარეჯის მონასტერი VI საუკუნის ძეგლია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ჟურნალ National Geographic-ის ვერსიით, დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ველური და ლამაზი ადგილია.

ლამაზი და ნაკლებად ცნობილი ადგილებით გამორჩეული ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე მოხვდნენ ჰავაი, კანადა, ვენესუელა, იუტა (აშშ-ის შტატი), პერუ, არგენტინა, დანია, შვეიცარია, ხორვატია, ეგვიპტე, კენია, ნამიბია, ბუტანი, ფილიპინები, ახალი ზელანდია და ანტარქტიკა.

„საქართველოს აღმოსავლეთ საზღვართან, აზერბაიჯანის გვერდით, მაღლა, კლდეებში მდებარეობს დავით–გარეჯი, რომელიც ბერების 19 სენაკისგან შემდგარ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ქართული ხელოვნების შედევრად მიიჩნევა. ერთ-ერთ გამოქვაბულში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს მონასტერი და ხანდახან უდაბნოს ავისმომასწავებელ სიჩუმეში ბერების გალობის მოსმენაა შესაძლებელი“, — წერს ჟურნალი. 

ტურისტები თბილისობაზე - Sputnik საქართველო
საქართველო National Geographic–ის კენჭისყრაში ლიდერობს

კომპლექსის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა.

ქართულ ისტორიაში დავით–გარეჯს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ გარეჯის უდაბნოს მონახულება იერუსალიმში მომლოცველობას უდრის.

გამოქვაბულებში გამოჭრილი მონასტრების კომპლექსი 25 კილომეტრზე, კლდეებზეა განლაგებული. ის საქართველოს სამ რაიონს მოიცავს — გარდაბნის, საგარეჯოსა და სიღნაღის.

ჟურნალი National Geographic 1888 წელს დაარსებული აშშ-ის „ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების“ ოფიციალური გამოცემაა. გამოცემა სპეციალიზებულია სტატიებზე გეოგრაფიის, ბუნების, ისტორიის, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ. მასალებს თან ერთვის არაჩვეულებრივი ფოტოები.

ყველა ახალი ამბავი
0