თბილისის ზოოპარკს ახალი ცხოველები შეემატა

© AFP 2024 / FAYEZ NURELDINEმაკაკები მაროკოში
მაკაკები მაროკოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს ხანებში ზოოპარკი ელოდება აფრიკულ პინგვინებს, ბენეტას ვალაბებს, ტაპირებსა და ფაფრიან ცხვრებს.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ზოოპარკში მნახველებს ორშაბათიდან შეუძლიათ იხილონ ბერბერული მაკაკები და სირაქლემა ემუ. ამის შესახებ ზოოპარკი თავის Facebook გვერდზე იტყობინება.

თბილისის ზოოპარკს ეს ცხოველები საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა აჩუქა იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობისას ზოოპარკის მკვიდრთა დიდი ნაწილი დაიღუპა. ცხრა ბერბერული  მაკაკიდან ერთი მდედრია პატარა შვილით და ერთი ზრდასრული მამრი, დანარჩენი ახალგაზრდა მაიმუნები არიან. მაიმუნები ზოოპარკის ქვედა ნაწილში ვრცელ ვოლიერში შეასახლეს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. 

თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ცხოველების კოლექციის განახლების გეგმა EAZA-ს მენტორთან მარიო ჰოდემეკერთან ერთად მომზადდა — შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯით იყო შესაძლებელი.

წყალდიდობის შემდეგ ცხოველები გაიქცნენ - Sputnik საქართველო
გურიელიძე: ახალ ზოოპარკში პირველი ბეჰემოტი გადავა

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკები აქტიურად არიან ჩართული თბილისის ზოოპარკის განახლების პროცესში. ცხოველების ჩუქების გარდა ზოოპარკები სხვა მხრივაც გვეხმარებიან — ზაფხულში ჩვენმა თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები ბუდაპეშტის (უნგრეთი) ზოოპარკში, მემფისის, ახალი ორლეანისა და სენტ-ლუისის (აშშ) ზოოპარკებში. სექტემბერში თბილისს სტუმრობდნენ მემფისის ზოოპარკის წარმომადგენლები. მათი სასწავლო ტური მოიცავდა საგანგებო სიტუაციაში მოქმედების გეგმის სრულყოფას, მომვლელების გადამზადებასა და ცხოველების ტრენინგებს. თანამშრომლომის შემდგომი ეტაპი მომვლელების გაცვლითი პროგრამები და ერთობლივი კონსერვაციული პროექტებია“, — აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ყველა ახალი ამბავი
0