გურიელიძე: ახალ ზოოპარკში პირველი ბეჰემოტი გადავა

გამოწერა
რაც შეეხება ახალ ცხოველებს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები სთავაზობენ ზოოპარკს, გურიელიძის თქმით, თბილისის ზოოპარკს მათი მიღება არ შეუძლია, რადგან ევროპის ზოოპარკებისა და აქვარიუმების ასოციაციის (EAZA) წევრობის კანდიდატია.

თბილისი, 29 ივნისი- Sputnik. თბილისის ახალ ზოოპარკში პირველი ბეჰემოტი გადავა, რომელიც ჯერჯერობით იძულებულია სპილოებთან იცხოვროს, — განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.

 ახალი ზოოპარკი დედაქალაქის ხელმძღვანელობამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ააშენოს. წყალდიდობის შედეგად, რომელიც თბილისში 14 ივნისის ღამეს მოხდა, ზოოპარკის ქვედა ნაწლი მთლიანად განადგურდა. ზოოპარკის 600 მკვიდრიდან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები გადარჩა. 

 „ძველ ზოოპარკში ყველაფერი თავიდან არის ასაშენებელი, ამოტომ სჯობს ვოლიერები ახალ ადგილას ავაშენოთ… პირველ რიგში ბეჰემოტზე უნდა ვიზრუნოთ. ის დროებით სპილოების ვოლიერში ცხოვრობს, სადაც აუზი არის  მხოლოდ ცივი წყლისათვის. როგორც კი აცივდება მზად უნდა გვქონდეს აუზი თბილი წყლით, თავისი „აპარტამენტებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიღუპება“, — განაცხადა გურიელიძემ. 

 მისი თქმით, ახალ ზოოპარკში ბეჰემოტის შემდეგ გადავლენ სპილოები, პინგვინები, ლომები და ლეოპარდები.  

 „სამწუხაროდ დაიღუპა ბევრი ცხოველი. გადარჩა ძვირფასი თეთრი მარტორქა, ბეჰემოტი, სპილო, თეთრი ლომი, ლეოპარდი, ჩლიქოსნები, რომელთა ვოლიერების აგება რთული არ არის. ყველაზე რთული იქნება ეგზოტარიუმის აშენება, მაგრამ ამას ბოლოსთვის მოვიტოვებთ, რადგან ის არ დაზიანებულა“, — განაცხადა გურიელიძემ. 

რაც შეეხება ახალ ცხოველებს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები სთავაზობენ ზოოპარკს, გურიელიძის თქმით, თბილისის ზოოპარკს მათი მიღება არ შეუძლია, რადგან ევროპის ზოოპარკებისა და აქვარიუმების ასოციაციის (EAZA) წევრობის კანდიდატია. 

„ჩვენ არ ვაპირებთ ზიანი მივაყენოთ ბუნებაში არსებულ რომელიმე პოპულაციას, კოლექციის შევსებისათვის. EAZA ყველაზე მსხვილი ქსელია და ჩვენ დიდი რესურსები გვაქვს. ამიტომ ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან“, — აღნიშნა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა.


ყველა ახალი ამბავი
0