ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში საქართველოს 1700 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Fuad Gasanovგამოცდა
გამოცდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიება სამ ტურად მიმდინარეობს, გამარჯვებულებს საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოხვედრის საშუალება ეძლევათ ისეთ საგნებში, როგორებიცაა ფიზიკა, მათემატიკა, უცხო ენა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეების უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს — აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის მოსწავლეებმა გამოთქვეს.

ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით წელიწადში ერთხელ იმართება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს.

ალექსანდრე  ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

„წელს მოსწავლეების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა… და ეს, თავისთავად, ძალზე სასიხარულოა, იმიტომ რომ ოლიმპიადას ყველა ძირითად საგანში ვატარებთ“, — განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამი ტურისგან შედგება. ოლიმპიადის პირველი ტური მათემატიკაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ისტორიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებში ორშაბათს დაიწყო და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის მოსწავლეები, რომლებიც ტესტირებაში მაქსიმალურ ქულებს (60% და მეტი) დააგროვებენ, ხოლო მესამე ტურში მეორე ტურის გამარჯვებულები გადავლენ.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება, სასწავლო პროცესის სტიმულირება და საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის კანდიდატების გამოვლენა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა 2009 წლიდან X-XII კლასებში იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0