სააკაშვილის მეუღლე დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშისანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანდრა რულოვსმა, რომელმაც დეპუტატის მანდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით მიიღო, ცესკოს აცნობა, რომ უარს აცხადებს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატობაზე.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ცესკოს აცნობა, რომ უარს ამბობს დეპუტატის მანდატზე. 

სანდრა რულოვსი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში რიგით მეორე ნომერი იყო. მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ენმ-მ 27 მანდატი მოიპოვა, სანდრა რულოვსი დეპუტატი გახდა. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

„სანდრა რულოვსმა გვაცნობა თავისი განზრახვის შესახებ. საქართველოს ცესკო არ არის უფლებამოსილი დეპუტატები თანამდებობიდან გაათავისუფლოს. ეს პარლამენტმა უნდა გააკეთოს მას შემდეგ რაც შეიკრიბება. ცესკო პარლამენტს მხოლოდ მისი ადგილმონაცვლის სახელს წარუდგენს“, — უთხრეს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ ცესკოს პრესსამსახურში. 

წინასწარი მონაცემებით, რულოვსის ადგილს პარლამენტში ენმ-ს სიის 28-ე ნომერი, კახეთის ექს-გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს. 

არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში 117 ადგილს მიიღებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27 ადგილს, ხოლო საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 6 ადგილს. 


ყველა ახალი ამბავი
0