სამართალდამცველებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnikპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური.

დაკავებული არიან თბილისში სასტუმროს, ბარებისა და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორები, აქედან ორი – ჩინეთის მოქალაქეა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის მოქალაქეს პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის პატიმრობა ელოდება
 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოწმის სახით დაკითხულია სასტუმროების პერსონალი. 

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ–ის მუხლით „პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა“. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0