აზერბაიჯანის მოქალაქეს პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის პატიმრობა ელოდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ სასტუმროს პერსონალი და პროსტიტუციით დაკავებული ქალები უკვე დაკითხა. სასტუმროს მეპატრონეს 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის მოქალაქე ქალბატონი ბათუმში პროსტიტუციის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

საუბარია სასტუმროზე, რომელიც ბრალდებულმა იჯარით აიღო და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ პროსტიტუციისთვის ნომრებს აქირავებდა, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა

ამ დროისთვის მოწმეების სტატუსით უკვე დაკითხეს სასტუმროს მომსახურე პერსონალი და პროსტიტუციით დაკავებული ქალები.

აზერბაიჯანის მოქალაქემ დანაშაული აღიარა.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

საქართველოში პროსტიტუცია აკრძალულია. პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს ადმინისტრაციული ჯარიმა ელოდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0