თბილისი, 6 მაისი —Sputnik. ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისში ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება, 1978 წელს დაბადებული ჰონგიან ი, 1979 წელს დაბადებული იანვეი ი. და 1980 წელს დაბადებული ჩუანსია უ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული.
ჩინეთის მოქალაქეები თბილისის სხვადასხვა უბანში ადმინისტრირებას უწევდნენ ჩინური მასაჟის სალონებს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სალონებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება „პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის“ ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.