„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" დროშები
ქართული ოცნების დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება გაიმართა, სადაც საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. დღეს „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება გაიმართა, სადაც საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებზე შეთანხმდნენ, იუწყება პარტიის პრეს–სამსახური.

პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან შემდეგი კანდიდატურები:

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე იმსჯელა

პარლამენტის თავმჯდომარე — ირაკლი კობახიძე 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე — თამარ ჩუგოშვილი 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე — გიორგი ვოლსკი 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე — ზვიად ძიძიგური 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან — ილია ნაკაშიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი — არჩილ თალაკვაძე 

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე — მამუკა მდინარაძე

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე — ოთარ დანელია 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე — მარიამ ჯაში 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე — კახა კუჭავა 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე — რომან კაკულია 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე — ზვიად კვაჭანტირაძე 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე — თამარ ხულორდავა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე — ირაკლი სესიაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე — ეკა ბესელია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე — გიორგი ლილუაშვილი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე — სოფო ქაცარავა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე — გიორგი კახიანი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე — ირაკლი კოვზანაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე — აკაკი ზოიძე

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.

8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა (115 ადგილი) მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0