ერაყში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

© REUTERS / AZAD LASHKARIკვამლი მოსულში აფეთქების შემდეგ
კვამლი მოსულში აფეთქების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტიკრიტში კომენდანტის საათია გამოცხადებული, რადგან ხელისუფლება შიშობს, რომ ახალი ტერაქტებია მოსალოდნელი.

თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. ერაყის ქალაქ ტიკრიტში სასწრაფო დახმარების დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას სულ ცოტა, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

ერ-რიადი, საუდის არაბეთი - Sputnik საქართველო
თვითმკვლელმა ტერორისტმა მედინას მეჩეთთან თავი აიფეთქა

თვითკვლელმა ტერორისტმა ავტომობილი კვირას დილით, პიკის საათის დროს ააფეთქა. ქალაქის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა, ადმინისტრაცია მოსახლეობას ახალი შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.

კიდევ ერთი ინციდენტი ტიკრიტიდან 50 კილომეტრში, ქალაქ სამარაში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ავტომობილში, ერთ–ერთ მეჩეთთან ახლოს, ავტომანქანების გაჩერებაზე აიფეთქა. ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა.


ყველა ახალი ამბავი
0