თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები უცვლელია – დედაქალაქის მთავრობა იზრუნებს ქალაქის ეკოლოგიასა და გამწვანებაზე, საბავშვო ბაღებსა და მომავალ თაობებზე, ქალაქში კეთილმოწყობასა და უკეთეს გარემოზე, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებთ.
ნარმანიას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე არსებობს, თუმცა ზუსტდება მიმართულებები და დეტალები.
„ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები დაზუსტდა. მომდევნო კვირას ყველა ძირითადი მიმართულება დეტალურად იქნება გაწერილი ბიუჯეტში; 15 ნოემბრამდე წარვადგენთ თბილისისსაკრებულოში კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – განაცხადა ნარმანიამ ტელეკოპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.
მისი თქმით, მომავალის წლის ბიუკეტი მინიმუმ 800 მლნ ლარი იქნება.