თბილისის მერიამ ქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმა წარადგინა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაცობი თბილისის ქუჩებში
საცობი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის ხელისუფლება გეგმის მიხედვით მოქმედებს, რომელიც თბილისის საცობებისგან განტვირთვის მიზნით ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგულაციების დახვეწას ითვალისწინებს.

თბილისი, 2 სექტემბერი— Sputnik. თბილისის მერიაში საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემა წარადგინა, რომლის ძირითადი მიმართულებებია: ინფრასტრუქტურის მოწყობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რეგულაციების დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და მოსახლეობაში საგზაო მოძრაობის წესების კუთხით ცნობიერების ამაღლება. 

საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
სექტემბერში თბილისში მეორე საბაგირო გზა გაიხსნება

„უდიდესი ყურადღება ეთმობა მოწისზედა და მიწისქვეშა პარკინგებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის ავტობუსების, მეტროს და საბაგირო გზების. ამ თვეში თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება ევროპული ტიპის 143 ახალი ადაპტირებული ავტობუსი. კუს ტბაზე დასრულებულია საბაგირო გზის რეაბილიტაცია“,-განაცხადა ლექვინაძემ.

ლექვინაძემ პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მაგალითად, საცობებისგან განტვირთვის მიზნით პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა აშენდა.

საცობების მართვის 5 პუნქტიანი სქემა არის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017). ის ეფუძნება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის პრინციპებს და ხორციელდება ეტაპობრივად, 2015-2030 წლებში.

ყველა ახალი ამბავი
0