სექტემბერში თბილისში მეორე საბაგირო გზა გაიხსნება

© FB/ Мэрия Тбилисиსაბაგირო გზა
საბაგირო გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის შემაერთებელი საბაგირო გზა, რომელიც 2007 წელს დაიკეტა, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ისევ მოემსახურება.

თბილისი, 10 აგვისტო– Sputnik. ჭავჭავაძის გამზირის და კუს ტბის შემაერთებელი საბაგირო გზა, რომელიც შვიდი წელი არ ფუნქციონირებდა, სექტემბრის პირველ ნახევარში გაიხსნება.

ამ ეტაპზე ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს: შეიცვალა გამწევი ბაგირი. დამონტაჟდა საბაგირო გზის მართვის თანამედროვე პულტი.სამუშაოების დასრულების მერე  ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი.

თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება, რომლებიც  კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა.  თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს მგზავრობას, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი, იუწყებიან მერიის პრესსამსახურში.

თბილისში ახალ ტურისტულ ცენტრს  ქმნიან - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი ტურისტული ცენტრი იქმნება

გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება. ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული. 

საბაგირო გზა გახსნამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. სექტემბრის პირველ ნახევარში კი ოფიციალურად გაიხსნება და დღის განმავლობაში 2000 მგზავრს მოემსახურება.

საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე. 

საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარია გამოყოფილი.

ამჟამად თბილისში რიყის პარკის და ნარიყალას ციხე-სიმაგრის შემაერთებელი საბაგირო გზა ფუნქციონირებს.

ყველა ახალი ამბავი
0