თბილისში ახალი ტურისტული ცენტრი იქმნება

გამოწერა

დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები გრძელდება. იხილეთ ვიდეოკადრები.

თბილისის მერია დავით აღმაშენებლის გამზირზე ახორციელებს მასშტაბურ პროექტს — „ახალი ტფილისი“, რომელიც გამზირის ახალ რეკრეაციულ ზონად გადაქცევას ითვალისწინებს. გამზირის ნაწილი ქვეითად მავალთა ზონა იქნება, აქ ახალი ტურისტული მარშრუტები გაივლის.

სარესტავრაციო სამუშაოების პერიოდში გამზირზე არსებულ საცხოვრებელ სახლებში საინტერესო აღმოჩენები გაკეთდა. კერძოდ, კედლებზე აღმოაჩინეს XIX საუკუნის ბოლო პერიოდის უნიკალური ფერწერული ნიმუშები, რომელთა ავტორებიც ევროპელი მხატვრები იყვნენ.

ამ ტერიტორიაზე, აღმაშენებლის გამზირის გასწვრივ 1817 წელს გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ადგილის განვითარებაში, მათ შორის, ბაღების გაშენებაში. ამჟამინდელი პროექტის ავტორები თბილისის ისტორიულ უბანში ნაწილობრივ აღადგენენ „გერმანულ ბაღებს“, რომლებიც XIX საუკუნეში 100 ჰექტარზე იყო გადაჭიმული.

ყველა ახალი ამბავი
0