თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია Microsof-თან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში Wi-Fi-ის თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში, პირველ ეტაპზე, Wi-Fi-ის უფასო მომსახურებაზე წვდომა საქართველოს 32 სკოლას ექნება, გარდა ამისა, ეტაპობრივად მოხდება ყველა საჯარო სკოლის უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფა.
დღეს ინტერნეტით სარგებლობა სკოლების უმეტეს რაოდენობას შეუძლია, თუმცა, ჯერჯერობით, არ აქვთ Wi-Fi ინფრასტრუქტურა.